Thursday, December 17, 2009













პროექტის სახელი–
ექსკურსია დადიანების სასახლეში.


პროექტიე მოკლე აღწერა 1–2 წინადადებით–პროექტის მიზანია მოსწავლეები გაეცნონ დასავლეთ საქართველოს კულტურულ საგანძურს,კერძოდ,დადიანების სასახლეს,რომელიც მდებარეობს ქ.ზუგდიდში.


პროექტის სრული აღწერა–პროექტში მონაწილე მოსწავლეები ისტ–ის საშუალებით ინტერნეტში მუშაობენ და იკვლევენ მუზეუმის ექსპონატებს და რელიგიურ სიწმინდეებს,რომელიც ინახება დადიანების სასახლეში.ექსპონატებს შორის ყურადღებას გაამახვილებენ ნაპოლეონ–1 ნიღაბზე,ხოლო რელიგიურ სიწმინდეზე ყურადღებას გაამახვილებენ მარიამ ღვთისმშობლის კვართზე. მოიძიებენ ინფორმაციას სამუზეუმო კომპლექსის აღწერაზე,რომ კომპლექსი შედგება სამეგრელოს დედოფლის ეკატერინე ჭავჭავაძე–დადიანისა და თავად ნიკო დადიანის სასახლეებისაგან,კარის ეკლესიისა და დადიანების მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღისაგან.



მონაწილეთა ასაკი–15წ


ვადები/ხანგრძლივობა–1 თვე


პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში–მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად და გაინაწილებენ დასამუშავებელ მასალას. 1–ი ჯგუფი ისტ–ის გამოყენებით ვებ.გვერდზე მოიძიებს ინფორმაციას გეოგრაფიულ ადგილმდებარეობის შესახებ,მე–2 ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას ექსპონატებსა და რელიგიური სიწმინდეების შესახებ,მე–3 ჯგუფი დაგეგმავს საექსკურსიო მარშუტს.



მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას–პროექტზე მომუშავე მოსწავლეთა ჯგუფი გაეცნობა სამეგრელოს კულტურულ საგანძურს,მის ადგილ–მდებარეობას,აგრეთვე ისტ–ის გამოყენებით დაათვალიერებენ და გეაცნობიან ექსპონატებს თუ რელიგიურ სიწმინდეებს და ბევრ საინტერესო ნივთებს,რომელის ინახება დადიანების სასახლეში.შექმნიას პრეზენტაციას,რომელსაც განიხილავენ კლასში და ამის შემდეგ დაგეგმავენ ექსკურსიას მასწავლებელთან ერთად,სადაც გიდის მოვალეობას შეითავსებს ერთ ერთი მოსწავლე,რომელის ისტ–ს საშუალებით უკვე ფლობს ინფორმაციას.


სარგებელი სხვებისთვის–მოსწავლეები მოუყვებიან თანატოლებს დადიანების სასახლის შესახებ და დააინტერესებენ ისტ–ის გამოყენებით,ვებ.გვერდების მითითებით დაათვალიერონ კულტურული საგანძური–დადიანების სასახლე.


სამუშაო ენა–ქართული

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი–ისტორია,გეოგრაფია,ინგლისური

პროექტის ფასილიტატორი–ინგა ზარანდია. 155–ე საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი

ფასილიტატორის ელ.ფოსტა–inga2910@gmail.com

პროექტის ფორუმი–

პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი–www.inga2910.blogspot.com

No comments:

Post a Comment